სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრა 

15 მარ 2024

მიმდინარე სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებს განიხილავენ საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ამჯერად ბაქოში.

მინისტერიალის მიზანი, რომლის შემდეგი შეხვედრა თურქეთშია დაგეგმილი, ამ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა უკვე გამართეს პრესკონფერენცია და ხელი მოაწერეს ბაქოს დეკლარაციას.