22 მაი 2016
საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ახალშენის დასახლებაში. სამების ლაბორატორიისა და ახალშენის დამაკავშირებელ გზაზე 1040 მეტრის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებაც 363 ათას 600 ლარია, თვის ბოლოს დასრულდება.