სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, №3 სამარშრუტო ხაზის მოძრაობაში ცვლილებებია - ბათუმის ავტოტრანსპორტი

14 მარ 2024

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ცვლილება შედის №3 სამარშრუტო ხაზის მოძრაობაში.

მათივე განმარტებით, კონსტიტუციის, დადიანისა და გრიშაშვილის ქუჩების ნაცვლად, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს ტბეთის ქუჩით.

ასევე განმარტავენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე სამარშრუტო ხაზი თავდაპირველ ქუჩებს დაუბრუნდება.