აშშ-ში ტიკ-ტოკის აკრძალვას 300 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა მოჰყვება - შუ ზი ცუუ

14 მარ 2024

წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი მიიღო, რითაც შესაძლოა   აშშ-ში TikTok-ი აიკრძალოს. კანონპროექტი კრძალავს „ტიკ-ტოკს“ აშშ-ის აპლიკაციების მაღაზიებში თუ სოციალური მედიის პლატფორმა, რომელსაც დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, არ იქნება გამოყოფილი მისი ჩინელი მშობელი კომპანიის, „ბაით დანსისგან“.    

ტიკ-ტოკის ბედი, რომელსაც დაახლოებით 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, ვაშინგტონის მთავარ პრობლემად იქცა.   

ამ გადაწყვეტილებით  ვაშინგტონი ცდილობს დაიცვას ქვეყნის  ეროვნული უსაფრთხოება ჩინეთის გავლენებისგან, რომელიც  შეშფოთების საგანს წარმოადგენს.