მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

13 მარ 2024

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 219,39 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის ოდენობით განესაზღვრა.