ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები აშშ-ში „საჰაერო ძალების თამაშებში“ მონაწილეობენ

13 მარ 2024

ქართველი სამხედრო პარასპორტსმენები აშშ-ში მიმდინარე „საჰაერო ძალების თამაშებში“ ასპარეზობენ. ამ ეტაპზე მათ სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში აღებული აქვთ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი.  

სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდს მომავალი დღეების განმავლობაში პარაკალათბურთში, მძლეოსნობასა და ⁠ნიჩბოსნობაში მოუწევთ ასპარეზობა.

„საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედრო პარასპორტსმენების გუნდი მეორედ მონაწილეობს.