13 მარ 2024
ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა მძლავრი აფეთქების შედეგად, რომელიც ჩინეთის ჩრდილოეთ ჰებეის პროვინციაში რესტორანში მოხდა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი იტყობინება, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ვარაუდით, აფეთქება და შემდგომ ძლიერი ხანძარი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე 36 სახანძრო მანქანა და 154 მეხანძრე-მაშველი გაგზავნეს.