ცოტნე დადიანის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო

12 მარ 2024

ცოტნე დადიანის ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა. საგზაო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 132 ათას ლარს აღემატება. ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს დღეს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, გაეცნო