მოხალისეთა ჯგუფები რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში შეიჭრნენ

12 მარ 2024

ლეგიონმა  „თავისუფლება რუსეთს“,  „რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა“  და „ციმბირის ბატალიონმა“  უკრაინა-რუსეთის საზღვარი გაარღვიეს და კურსკის და ბელგოროდის ოლქში შეიჭრნენ.  

უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არსების ინფორმაციით, კურსკის ოლქში ბრძოლა დასახლება ტიოტკინოს მახლობლად მიმდინარეობს.          

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფორმირებები რუსეთის მოქალაქეებისგან შედგებიან და მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი დანაყოფები.