ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

11 მარ 2024

ოქროს ფასი ბოლო რამდენიმე დღეა რეკორდულად იზრდება. საერთაშორისო ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულება 2165 დოლარს უკვე გადასცდა. ტენდენცია საქართველოშიც ანალოგიურია. "ოქროს ბირჟაზე" ამბობენ, რომ ყველა სახის ოქროზე ღირებულება 10%-ით გაიზარდა. რეალიზატორები ფასების კიდევ უფრო მატებას ელიან.

ძვირფასი მეტალის გაძვირების მიზეზად ექსპერტები მთელ მსოფლიოში არსებულ არაპროგნოზირებად პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს ასახელებენ. მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება არჩევნებზე, რომლებიც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაშია დაგეგმილი.

ეკონომისტების თქმით, ინვესტორები საერთაშორისო ბაზარზე არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე, თავის დაზღვევის მიზნით ნაკლებად რისკიანი აქტივების შეძენას იწყებენ, რაც ოქროს ფასზე მნიშვნელოვნად აისახება.