ტრაგედია თემქაზე 

10 მარ 2024

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.  შემთხვევა თემქაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.