ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა მალთაყვაში

10 მარ 2024

მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის მშენებლობა გრძელდება.  პროექტის დასრულება 2024 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

ბაზა მოიცავს სპორტული ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სავარჯიშო, სპორტსმენების საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს.

პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ 69 ათასი ლარია.

სამუშაოები კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.