ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადით ირჩევენ

07 მარ 2024

ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკური ძალა, მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის  მეორე ვადით არჩევას. 

ფონ დერ ლაიენი კენჭისყრაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია ევროპის სახალხო პარტიიდან. 

ხმის მიცემის პროცედურა დღეს დაიწყება.