ჰუსიტების თავდასხმის შედეგად სამი მეზღვაური დაიღუპა

07 მარ 2024

სავაჭრო გემის მრავალეროვანი ეკიპაჟის სამი წევრი  დაიღუპა და  ოთხი დაშავდა, როცა   ადენის ყურეში იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა  ლიბერიის კუთვნილ გემს მოხვდა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. რაკეტის დარტყმამ გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 

20-კაციანი ეკიპაჟის დანარჩენი წევრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ოთხშაბათს აშშ-ს სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ განახორციელეს დარტყმები ორ უპილოტო საფრენ აპარატზე იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად რაიონში, რომელიც გარდაუვალ საფრთხეს უქმნიდა რეგიონში სავაჭრო და აშშ-ს საზღვაო ძალების გემებს.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა წარმატებული მიყენებული დარტყმები.