დღეს ბათუმში საქართველოსა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩი გაიმართება

07 მარ 2024

დღეს ბათუმში დღეს „ლეგენდების სერიის“ პირველი მატჩი გაიმართება. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები „ინტერის“ ვარსკვლავებს შეხვდებიან. 

არველაძეები, ქეცბაია, ქინქლაძე, კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი და სხვები ჯეო11-ის სახელით, ფიგუს, კამბიასოს, ძანეტის, მატერაცის, მილიტოს და "ინტერის" ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშებენ.

მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.