ტურნირის გამარჯვებულების დაჯილდოვება

18 მარ 2017

ცნობილი ბათუმელი ფეხბურთელის გური ჩავლეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებულები დღეს დააჯილდოვეს. პრიზიორებს სპორტული ფორმები გადაეცათ, მანამდე კი, ორგანიზატორებისგან თასები და მედლები მიიღეს. კერძო ორგანიზაციებს შორის გამართულ პირველობაში 8 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.