„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო პარლამენტშია

05 მარ 2024

პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო - ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პარლამენტშია, რომელიც ბიუროს სხდომაზე გავა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის.