ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის ანგარიში

05 მარ 2024

მიღწევები ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებით, განხორციელებული პროექტები, გაზრდილი ტურისტული ნაკადები და სამთოსათხილამურო კურორტებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის ანგარიში, მიმდინარე წლის გეგმები და სტრატეგიები - ღონისძიება პრემიერ მინისტრმა გახსნა და გასული წლის მიღწევებზე ვრცლად ისაუბრა. ანგარიში ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა.