დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 

04 მარ 2024

დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხულოს მუნიციპალიტეტში. 

სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კონცერტი ჩატარდა, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები, ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

100-ზე მეტ მრავალშვილიან დედასა და წარმატებულ ქალს ფასიანი საჩუქარი გადაეცათ.