ჰარისი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ჰამასს კი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

04 მარ 2024

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ისრაელს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი ღაზაში და ხელი შეუწყოს  დახმარების ნაკადის გაზრდას, რათა პალესტინელი ხალხის არაჰუმანური პირობები  შემსუბუქდეს და არ დაუშვას ჰუმანიტარული კატასტროფა.

ჰარისის განცხადება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იყო აშშ-ს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან, რომელმაც ისრაელს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ვიცე-პრეზიდენტმა ჰამასს მოუწოდა დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებაზე.