ახალი რეგულაციები ავტოსადგურებისთვის

01 მარ 2024

წლების განმავლობაში უკონტროლო სფეროზე კონტროლი დაწესდა - ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტოსადგური რეგულაციების ქვეშ მოექცა. მთავარ პრობლემად ანტისანიტარია, სამგზავრო გრაფიკების არარსებობა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სახელდება.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ.