რევაზ ჯაველიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა

01 მარ 2024

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

რევაზ ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2022 წლის 10 მაისს დაინიშნა.

დღესვე თანამდებობა დატოვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმაც.