ბათუმის მოვლენები - დაკავებულია კიდევ 8 პირი

17 მარ 2017

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 8 მოქალაქე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის  მე-2 ნაწილით და  353-ე  პრიმა მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით მიმდინარეობს. რაც მასობრივ არეუოლობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ასევე პოლიციელზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმას გულისხმობს. რას აცხადებენ ადვოკატები და დაკავებულების ახლობლები?