თელავის აეროპორტის პროექტირებაზე კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

29 თებ 2024

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება  გაფორმდა. სულ 13 კომპანია მონაწილეობდა და ჟიურიმ საუკეთესო კონცეფტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი კომპლექსურია და ინფრასტრუქტურის გარდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას ითვალისწინებს, დამონტაჟდება სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.