გონიოში ხანძარია - ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია

28 თებ 2024

გონიოს დასახლებაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ეკალბარდი და გამხმარი ბალახები იწვის.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ადგილობრივების მიერ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წვის პროცესი გახდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული, მაშველები ხანძრის კერების ლოკალიზებას ცდილობენ.