ალექსეი ნავალნის 1 მარტს მოსკოვში დაკრძალავენ

28 თებ 2024

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სპიკერი, კირა იარმიში აცხადებს, რომ ნავალნის 1 მარტს, მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მისივე თქმით, პანაშვიდი 14:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართება. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს კოლონიაში დაიღუპა.