ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

27 თებ 2024

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 40 დეპუტატი, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.

პირველ თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართა, სადაც წევრი ქვეყნის ლიდერები უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.