ქედაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

27 თებ 2024

ქედაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს გაუჩნდა. დაშავებული არავინაა.

კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. აღსაზრდელები გაიყვანეს მიმდებარე საბავშო ბაღიდანაც. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე იკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მასალა განახლებადია.