პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა 

26 თებ 2024

პალესტინის  პრემიერ-მინისტრი  და მთავრობა  გადადგნენ. „გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში სიტუაციის უპრეცედენტო ესკალაციისა და ღაზის სექტორში გენოციდისა და შიმშილის ფონზე“  - ნათქვამია შტანიეს განცხადებაში.

ეს ნაბიჯი განპირობებულია  აშშ-ს მხრიდან პრეზიდენტ მაჰმუდ აბასზე  გაზრდილი  ზეწოლით პალესტინის ადმინისტრაციის შეცვლასთან დაკავშირებით,  რადგან ღაზაში ომის შეჩერებისა და ომის შემდეგ სექტორის მართვის პოლიტიკურ სტრუქტურაზე მუშაობის მოთხოვნით საერთაშორისო ძალისხმევა გაძლიერდა.