ჰამბურგში ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ

26 თებ 2024

ანტიმემარჯვენეთა  საპროტესტო ტალღა განახლდა გერმანიაში.  ჰამბურგში ათობით ათასი  მომიტინგე  მემარჯვენე ექსტრემიზმისა  და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" წინააღმდეგ გამოვიდა.

ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, აქციაში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ჰამბურგში ეს უკვე მესამე მასშტაბური  დემონსტრაციაა მემარჯვენეების წინააღმდეგ.

პროტესტს ასევე შეუერთდა რამდენიმე პროპალესტინელი დემონსტრანტი პალესტინის დროშებით.