გურამ ტურაშვილი სტუმრად ვახტანგ ღლონტთან

24 თებ 2024

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან„ - სალონური საღამო გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ფოტოხელოვან გურამ ტურაშვილის ნამუშევრები.

შეხვედრაზე ხელოვანმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და საზოგადოებას სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები აჩვენა.

ფოტოხელოვანი ფოტოგრაფიით 90-იანი წლებიდანაა დაკავებული და მის არქივში მილიონობით ფოტო ინახება.

გურამ ტურაშვილს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭეს.