ბაღების რეაბილიტაციის პროექტი

23 თებ 2024

ბათუმში მეოთხე საბავშვო ბაღის რემონტი აგვისტოში დასრულდება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სკოლამდელი დაწესებულება მოზარდებისთვის უსაფრთხო არ იყო, რადგან შენობა კონსტრუქციულად არამდგრადი აღმოჩნდა, ამიტომ საჭირო გახდა შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია, მათ შორის საძირკვლისაც

სამუშაოებისთვის მერიამ ორ მილიო -ნახევარი ლარი გამოყო.  

გარდა ამისა,  წელს ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი  აშენდება, კიდევ ერთს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.   

თვითმმართველობის ცნობით,  დაინერგება ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტებიც. ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.