22 თებ 2024
ასობით ადამიანი გამოვიდა პერუს დედაქალაქ ლიმას ქუჩებში და კონგრესის შენობისკენ საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ.
დემონსტრანტების თქმით, მინიმალური ხელფასი ამჟამად ათას 25 პერუს სოლის ანუ დაახლოებით 270 აშშ დოლარს შეადგენს.
მათ ასევე მოითხოვეს საყოველთაო არჩევნები, რადგან მოქმედ პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს მათივე თქმით, უმრავლესობა პრეზიდენტად არ აღიარებს.