საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

21 თებ 2024

საქართველოს პრემიერი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.

დღის მეორე ნახევარში კი ქართული დელეგაცია ნატო-ს შტაბბინაში გადაინაცვლებს. პრემიერის დისკუსია დაგეგმილია იენს სტოლტენბერგთანაც.

გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.