ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

21 თებ 2024

ექვსი პალესტინელი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმისას ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში-ამის შესახებ  ღაზის  ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.

შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ადამიანები ნანგრევებს ასუფთავებენ და ნანგრევებიდან  ამოყვანილები სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაჰყავდათ.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად  29 ათას 195 პალესტინელი დაიღუპა და 69 ათასზე მეტი დაშავდა.