ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება 

21 თებ 2024

საქართველოს პრემიერი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან.

დღესვე ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შემდეგ კი იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პრემიერმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან.