დონეცკის რეგიონში რუსულ სარაკეტო დარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა

21 თებ 2024

ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკის რეგიონში რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. აგრესორებმა სარაკეტო  შეტევ  ქალაქ კრამატორსკზე განახორციელეს. რუსული ჭურვები  საცხოვრებელ უბანში აფეთქდა.

ერთ-ერთი რაკეტა წყლის გამწმენდ სადგურს მოხვდა და ქალაქში წყალმომარაგება შეაფერხა.

დონეცკის ოლქში რუსეთის  სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოკუპანტების სარაკეტო დარტყმების  შედეგად სულ ათას 868 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და  4 589 დაშავდა.