16 მარ 2017
მხატვარ ავთანდილ ბაკურიძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წარმოდგენილი 44 ფერწერული ნამუშევარი წარმოადგინეს. მათ შორის, პეიზაჟები ნატურმორტები და პორტრეტები. მხატვარს კულტურის სფეროში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მადლობის სიგელი გადასცა. ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს მუზეუმში 31 მარტამდე შეეძლებათ.