სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში 

19 თებ 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე ბრიუსელშია. ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრში გაემგზავრა. ის ხვალ მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში.

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.