იემენელი ჰუსიტები თავს დაეხნენ ბრიტანულ გემს 

19 თებ 2024

იემენელი ჰუსიტების სამხედრო დაჯგუფების მორიგი სამიზნე ადენის ყურეში სატვირთო გემი გახდა და ახლა მას  ჩაძირვა ემუქრება-ამის შესახებ  ჰუსიტების სამხედრო დაჯგუფების პრესსპიკერი  აცხადებს.  მისი თქმით, გემი ბრიტანულია და ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის.

დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტოს განცხადებით, აფეთქების შემდეგ ეკიპაჟმა გემი იემენის მახლობლად მიატოვა.