ზელენსკი ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა

19 თებ 2024

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს ავდიივკასა და უკრაინის საჭირო მხარდაჭერაზე.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა შაბათს დაურეკა ზელენსკის და ხაზგასმით განუცხადა, რომ  აშშ-ი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრისას კიდევ ერთხელ   გაიმეორა კონგრესის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობა.