იაპონიაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს მართავს

19 თებ 2024

იაპონიის პრემიერმა ტოკიოში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა. მხარეებმა უკრაინის რეკონსტრუქციაზე იმსჯელეს,  ახალი ორმხრივი საგადასახადო და იაპონური ბიზნესის სხვა მხარდამჭერი ხელშეკრულებები გააფორმეს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებებს "ინვესტიციები მომავალში" უწოდა  და ახალი ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა.

კონფერენციაზე 50-მდე იაპონურმა კომპანიამ ხელშეკრულებები გააფორმა უკრაინელ კოლეგებთან ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა.

გარიგებების მთლიანი თანხა არ გახმაურებულა. იაპონია  უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტ  ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.