უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

19 თებ 2024

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 80 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელეს 3 სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა, 102 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან. 

ღამით რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას შაჰედ-136/131 ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატით.

"ლიმანის მიმართულებით, დამცველებმა მოიგერიეს დამპყრობლების 10 თავდასხმა ბელოგორივკას მახლობლად, ლუგანსკის რეგიონში, ტერნოვსა და დონეცკის რეგიონში ვიემკას სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს დამპყრობლების 8 თავდასხმა დონეცკის ოლქის ივანოვსკის, კლეშჩეევკას, ანდრეევკას მახლობლად"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

პარალელურად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალების ავიაციამ დარტყმა განახორციელა 4 მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობაა თავმოყრილი.