საქართველოს რეგიონალური თასის ეტაპი სპეციალურ სლალომში კურორტ გოდერძიზე

18 თებ 2024

კურორტ გოდერძიზე მეორე დღეა საქართველოს რეგიონალური თასის ეტაპი იმართება სამთო-სათხილამურო სპორტში.

დღეს მონაწილეები ერთმანეთს სპეციალურ სლალომში ეჯიბრებიან. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა სათხილამურო სკოლა მონაწილეობს.

გამოვლინდებიან გამარჯვებულები როგორც უმცროს ისევე უფროს ასაკობრივ კატეგორიებში.