ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის - სალომე ზურაბიშვილი

16 თებ 2024

ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც რუსეთში დემოკრატიისთვის მის ბრძოლას განაგრძობს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.