ატლანტის სკოლის მოსწავლეებს მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს

15 თებ 2024

ატლანტის საშუალო სკოლის ოთხ მოსწავლეს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა ავტომობილიდან, როცა ისინი სკოლის შენობას ტოვებდნენ. 

ყველა დაშავებული სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ქალი დააკავეს.

ატლანტაში ძალადობა მოხდა იმავე დღეს, როცა კანზას სიტიში გამართულ აღლუმზე სროლა იყო. 

ორივე ინციდენტი აშშ-ს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასკოლო ინციდენტის  მეექვსე წლისთავზე განმეორდა.