თურქეთში მეწყერში მოყოლილ მაღაროელებს ეძებენ

14 თებ 2024

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მეწყრის  ჩამოწოლის შედეგად  ცხრა მაღაროელი დაკარგულად ითვლება. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ  სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული.

თურქი დეპუტატის მუსტაფა სარიგულის მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღბეჭდილია ნიადაგის გიგანტური მასის ჩამოშლის მომენტი.