სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

14 თებ 2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა მიიღო.

2024 წლის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ განიხილება მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევები.

მიმდინარე წელს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია დაარსების 60 წლისთავს აღნიშნავს.