რუსეთმა უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტა ცირკონი გამოიყენა

13 თებ 2024

წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთმა გასულ კვირას  კიევს ჰიპერბგერითი  რაკეტით “ცირკონი“ დაარტყა, რომელიც თითქმის ორწლიანი ომის განმავლობაში  პირველად გამოიყენა - განაცხადა  კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუვინმა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის  საჰაერო თავდაცვისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. 

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ცირკონის  ჰიპერბგერითი სიჩქარე საჰაერო თავდაცვაზე რეაქციის დროის მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს.