სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს, ოფიციალური წერილით მიულოცა - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

12 თებ 2024

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით მიულოცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის წერილი 9 თებერვლით თარიღდება.

"საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 8 თებერვალს გაიმართა.